თავისუფლების მოედანზე, ევროპული დღეების დახურვის ღონისძიებისტვის ემზადებიან. ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული სცენიდან მოქალაქეებს, მმართველი გუნდის წევრები მიმართავენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ღონისძიება ევროპულ მომავალს და ღირებულებებს ეძღვნება. ვიდრე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება დაიწყება, უმრავლესობის წევრებმა კომენტრები გააკეთეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის შეფასებას არ ეთანხმება "მედია კი ფეიკ ნიუსის გაკეთებას ცდილობს", არჩილ თალაკვაძის თქმით, აქციით აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი არის ახალგაზრდების აქციაზე და არა იმაში, რასაც ოპოზიცია აკეთებს. ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ღონისძიება თავისი შინაარსით საზეიმოა და დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოიყვანეს, „ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ, რომ ხალხი, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება, არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერებისა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.