რატომ უწოდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "იდიოტი" და "პროვოკატორი"

11 დეკემბერი 2019, 14:26 782 ნახვა

ექიმი ვაჟას ოჯახის წევრები მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ "იდიოტებად" და "პროვოკატორებად" მას შემდეგ მოიხსენია, რაც გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ბრიფინგი გამართა.

ოკუპირებულ ცხნვალში დატყვევებული ექიმის ოჯაახის წევრებმა, გუშინ 13 დეკმებერს ხელისუფლებას მიმართეს დაკვირას, 15 დეკემბერს აქცია დაანონსეს:  "მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორიო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა" - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

გუშნ სოციალურ ქსელში კი, თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში ე.წ. ცხინვალის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი გუშნ, 13 დეკემბერს ცხინვალში გაიმართა. პროცესზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ.  ექიმი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობაში დატოვა. - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში