14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, დღესაც არაერთი შეფასება მოჰყვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ პროცესის გამჭირვალობას. მათ კრიტიკას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემა იქნება გამჭვირვალე და ორგანიზაციები მალე დარწმუნდებიან, რომ მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
იმასაც აღნიშნავენ, რომ სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით საზოგადოება ენდობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებენ, რომ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა მოხვდა.