კანონდარღვევით კვადროციკლების შემოყვანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

13 დეკემბერი 2019, 10:26 1627 ნახვა

სამართალდამცველებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჭიროებდნენ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის გაადვილებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკის რეალიზაციის პროცესში, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის - 50 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც თავის მხრივ არ საჭიროებდა რეგისტრაციას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი