ვახუშტი მენაბდე: "ჟურნალისტები რაგბის ილეთებით გაიყვანეს პარლამენტის დარბაზიდან" 

12 დეკემბერი 2019, 11:48 2163 ნახვა

"იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვარ ახლა. ჟურნალისტები რაგბის ილეთებით გაიყვანეს დარბაზიდან და ახლა განიხილავენ იმ სიას სადაც 5 ადამიანია შარშანდელი 10 კაციანი სიიდან, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, ინსპექტორი, მოქმედი მოსამართლეები რომლებიც ჯერ შევარდნაძეს, მერე ნაციონალურ მოძრაობას, ბოლოს კი "ქართულ ოცნებას" ემსახურებიან.

აი ასეთი ხალხის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა, უნდა გაუზომოს კანონის მუხლების ცოდნა, წარბის თამაში სტრესის დროს, ბოლო წიგნი რა წაიკითხა და სხვა ისეთი რამეები რაც მას შემდეგ მოწმდება, რაც უკვე შევთანხმდებით, რომ ეს კანდიდატი მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებენ მოსამართლეობის. ეს ხალხი კი მხოლოდ ძალაუფლების მსახურების და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვის ტესტს აკმაყოფილებს" - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი