ბათუმი საერთაშორისო საზღაო ფორუმს მასპინძლობს. მის ფარგლებში ხვალ კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც 300 დელეგატი, საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. სტუმრებს შორისაა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი. კიტაკ ლიმი უკვე ბათუმშია და მას დღეს საზღვაო აკადემიაში უმასპინძლეს.