საუკეთესო რომანისთვის პრემია “საბა” აკა მორჩილაძეს გადაეცა

09 დეკემბერი 2019, 10:43 2167 ნახვა

წლის საუკეთესო რომანისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” აკა მორჩილაძეს გადაეცა, ნაწარმოებისთვის „კუპიდონი კრემლის კედელთან“. დაჯილდოების ცერემონია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული დაჯილდოება წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოავლინა:

საუკეთესო რომანის ნომინაციაში წარდგენილი ფინალისტები იყვნენ:

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)

გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)

დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)

ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)

სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)

ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

პრემია საბას 2019 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: თეა თოფურია, გიორგი კეკელიძე, რუსუდან რუხაძე, ხათუნა ცხადაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი.

გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზთან ერთად 6 000 ლარიც გადაეცათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი