ქართველმა არტისტმა $120-ათასიანი ბანანი შეჭამა. წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი, მაურიციო კატელანის არტ - ინსტალაცია იყო, რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც არტისტმა აუქციონზე გაიტანა. “ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ, როგორც აღნიშნა, როდესაც ერთი არტისტი მეორე არტისტის ნამუშევარს ჭამს, ეს თავად ხელოვნებაა.