ბრიტანული გამოცემა Guardian-მა ზამთრის პოპულარული სასმელების ათეული გამოაქვეყნა. სათავეში ქართული ჭაჭა მოხვდა. სტატიაში ჩამოთვლილია სხვადასხვა სასმელი, რომელიც ტრადიციულ საშობაო გლინტვეინთან ერთად, ზამთრის ცივ ამინდებში ათბობს. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ჭაჭას სოფლებში ფაქტობრივად, ყველა ოჯახში ხდიან.
„ეწვიეთ ნებისმიერ სოფელს საქართველოში. აქ ჭაჭას ყველა ოჯახში ხდიან. თქვენ აუცილებლად გაიძულებენ, დალიოთ ორი-სამი ჭიქა. ასეთები არიან ქართველები“.
ჭაჭასთან ერთად, ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის მოხვდა პოლონური ცხელი ლუდი - grzane piwo, ალკოჰოლური სასმელი „სანადირო ჩაი" Jägertee ავსტრიული ალპებიდან, დანიის ცხელი სასმელი წითელი ღვინო - Gløgg, ბერძნული არაყი თაფლით - ρακόμελο და სხვები.