კრივში, ჭაბუკთა შორის აჭარის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. შეჯიბრებაში, სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
შეჯიბრების პარალელურად, ხვალ სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო არბიტრები მასტერკლასს ჩაუტარებენ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და მშობლებს. გაიმართება ფინალური შერკინებები და ჩემპიონატი დასრულდება.