აჭარის საარქივო სამმართველოში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
მასში ქართულ სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად თურქეთისა და უკრაინის მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. გასული წლების კონფერენციებზე წარდგენილი ნაშრომების ბაზაზე წელს საარქივო დეპარტამენტმა კრებული გამოსცა.