''სამართალდამცავი სისტემა საიდუმლო გრიფს აბსურდულად იყენებს'' - ნიკა გვარამია

07 დეკემბერი 2019, 12:45 1617 ნახვა

სასამართლოში გამართული დაკითხვის შემდეგ “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. ფეისბუქ პოსტზე გამოძიების დაწყებას კი “მთავარ არხს” უკავშირებს. როგორც აცხადებს, მის პოსტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხრობისაკენ მოწოდებას გულისხმობს და  3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა გვარამიას შეფასებით, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა აბსურდულად იყენებს საიდუმლო გრიფს და არღვევს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპს. მან ასევე თქვა, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ მოსამართლემ გასცა განჩინება მისი ოჯახის წევრების თვალთვალის თაობაზე.

საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილი არ ამბობს რატომ დაედო საქმეს საიდუმლო გრიფი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მას “ფაქტობრივი მონაცემების” გამჟღავნება მოუწევს, რისი უფლებაც კანონით არ აქვს. 5 დეკემბერს ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისთვის გაგზავნილი უწყება, სადაც მას სუს-ში იბარებენ ფეისბუკზე „უზურპატორის დამხობაზე“ დაწერილი პოსტის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი