ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

07 დეკემბერი 2019, 11:28 1667 ნახვა

ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი, შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ერთობლივი განცხადება, ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა. განცხადების ავტორები მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას თავიან სახლებში. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი