სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს, მოგვიანებით კი დირექტორს შეხვდება. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ომბუდსმენი გუშინ განცხადებით გამოეხმაურა. ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ არის კერძო ტელევიზია და იქ მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს ქვეყანაში, ზოგადად მედია თავისუფლების შეფასებაზე. მაუწყებლის თანამშრომლებთან, დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრები გუშინ დაასრულეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა.