ორი რუსი დიპლომატი გერმანიიდან გააძევეს - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

04 დეკემბერი 2019, 16:15 1551 ნახვა

გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას. გერმანული მხარის თქმით, რუსეთის ხელისუფლება გამოძიებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობს, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაშვება კი, ამაზე პასუხი იყო. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარე პროცესებს განზრახ აჭიანურებს.

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ველოსიპედით გამვლელმა მოკლა. იგი 23 აგვისტოს ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც თავში ესროლეს. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი