აჭარაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +9 გრადუსი.
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +8
შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +4
ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -6 დღისით +2
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ღამით თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +6
გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი და ქარბუქი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით -4