ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მერმა მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

03 დეკემბერი 2019, 15:36 1691 ნახვა

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მერმა მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.  ლაშა კომახიძე დაინტერესდა რამდენად არიან მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ები და აიპები მზად უხვი ნალექისთვის. შპს სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მობილიზებული ჰყავთ შესაბამისი ტექნიკა და  თანამშრომლები საჭირო ეკიპირებით. გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ მცენარეების შეფუთვა უკვე დაიწყეს. ავტოტრანსპორტის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის  ნაწილი მოძველებულია ცდილობენ  მართონ.

4 ახალი მაღალიგამავლობის ავტომანქანა ჰყავს ბათუმის სასწრაფო დახმარებას და როგორც დღეს ხელმძღვანელმა განაცხადა ავტოპარკი და მედპერსონალი სრულად არის მზად ზამთრისთვის. რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებსა და სოციალურ მომსახურებას, შესაბამისი სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ჯანდაცვის კუთხით 200 ლარიანი ვაუჩერის პროგრამა გრძელდება და ასევე სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ 2 კ.მ შეშა.

აიპი „ ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის ინფორმაციით არცერთ ბაღს გათბილის პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ, 31 ბაღის გათბობის სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს. შეხვედრას ენერგო პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით ზამთარში დენისა და გაზის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდებისთვის სრული მზადყოფნა აქვთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი