"ქართული ოცნების" ოფისთან "გაბედეს" და სირცხვილიას" აქტივისტებს, "ოცნების" ახალგზარდული ფრთა ფიზიკურად დაუპირისპირდა

02 დეკემბერი 2019, 20:06 1885 ნახვა

ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მოძრაობა #სირცხვილიას, #გაბედეს და #შეცვალეს აქტივისტებს მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აქტივისტებთან, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან იყვნენ შეკრებილები, "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ, ისინი აცხადებდნენ რომ "ორბელიანის მოედანზე" უნდა წასულიყვნენ და ამიტომ იკრიბებიან მმართველი გუნდის პარტიის ოფისთან.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ორბელიანის მოედანზე უნდა გაიმართოს ახალგაზრდული ღონისძიება, სადაც საქათველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის სტატუის მინიჭებას აღნიშნავდნენ. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის ბათუმიდან სტუდენტები წაიყვანეს. სტუდენტები ამბობდნენ, რომ ისინი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მიდიან თბილისში.

თვითმმართველობის წარმომადგენლებს, განმარტებები არ გაუკეთებიათ. ოპოზიცია ეჭვობდა, რომ ახალგაზრდები კონტრაქციის მოსაწყობად მიჰყავდა ხელისუფლებს თბილისში, ხელისუფლება კი გამორიცხავდა რაიმე ტიპის აქციის მოწყობას.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი