საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მიმდინარე კონკურსში აღარ მონაწილეობს. განცხადებით თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. მანამდე კი იგი მისი საკითხის განხილვის გადავადებას ითხოვდა. თავაძე აცხადებს, რომ გადავადების თხოვნის შესახებ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ახლა კი კითხვები უნდა მოიხსნას.
ზაზა თავაძის კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სახალხო დამცველმა მოკვლევა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას. ასეთივე განცხადებები გაკეთდა და გამოიკვეთა გასაუბრების დროს მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის მისამართითაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ წარდგენილი და განხილული სია უნდა ჩავარდეს.