"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გრძელდება. ოპოზიციის ლიდერებს კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით აქვთ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
გარდა ამისა, ისინი არ გამორიცხავენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდსაც. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინ ხელისუფლებასთან შეხვედრის დეტალებზეც საუბრობენ.