ლობიოს 41 მარცვალი “ქართული ოცნების” ოფისთან

01 დეკემბერი 2019, 15:10 1542 ნახვა

“არა ლობიოს სამართალს” - ამ სლოგანით, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ,,უფლებადამცველთა ასოციაციის" ორგანიზებით, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა, ლობიოს 41 მარცვალი ჰაერში აყარეს.

უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა აღნიშნა, რომ ლაშა ჩხარტიშვილის საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში "ლობიოს საქმის" სახელით, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ლობიოს აყრის გამო ადამიანებს არ იჭერენ. 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი