„ქართული ოცნების“ შეხვედრა ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ უშედეგოდ დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათი პოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის არა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ურყევი დარჩა.
„ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“,-განაცახადა შეხვედრიდან გამოსულმა თეა წულუკიანმა, რომელიც ამავე დიალოგზე, უცხოელი პარტნიორების მიერ გაჟღერებულ „სხვა შეთავაზებებზე“ საუბრობს. იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან მეორე რაუნდსაც დაესწრონ. ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, დიალოგის პროცესის გაგრძელების იმედი აქვთ, უცხოელ დიპლომატებს.