ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და პოლიტიკური შეფასებები  

28 ნოემბერი 2019, 12:45 1489 ნახვა

7 წლის განმავლობაში არ არსებობს არც ერთი პრინციპული დაპირება, პროპორციული არჩევნების კანონპროექტის  ჩავარდნის გარდა, რომელიც ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა, ეს განცხადება ქართული ოცნების” თავმჯდომარემ იმედი ეთერში გააკეთა.   ბიძინა ივანიშვილი ამბობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შრომის მისი პირობის დარღვევაც,  ნაციონალური მოძრაობის ბრალია.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ  „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში 50%-ზე „მნიშვნელოვნად მეტს“ მიიღებს. აკრიტიკებს მესამე სექტორს, და მედიას.   არ გამორიცხა, საჯაროდ, ღია წერილით მიმართოს კონგრესს, ან  სენატს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ აუხსნას,  რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მოკლედ ბერვ რამეზე ისაუბრა , მათ შორის სამუშაო ადგილებზე, ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე  აცხადებდა, რომ სამუშაო ადგილებს შექმნიდა , დღეს ფიქრობს,რომ 2 მილიონ სამუშაო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და გამოსავალს ხედავს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებით.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი