სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კი თბილისის საკრებულოს შენობასთანაც გადაინაცვლა.
სადაც თბილისის მერიის სხდომა იმართებოდა, ახალგაზრდებმა დეპუტატს სასტვენებითა და ხმამაღალი შეძახილებით შენობა დაატოვებინეს. მაჭარაშვილის გაყვანა პრესკლუბიდან საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო. მაჭარაშვილმის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების სტილი არ იცვლება. „გაბედეს“ აქტივისტები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმას ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.