ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

25 ნოემბერი 2019, 12:33 2256 ნახვა

1 მილიონ 105 ათას 445 ლარია  გათვალისწინებული ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის.  „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანხიდან ნაწილი ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, ნაწილი კი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ნაძვის ხისთვის  და  ბულვარში დეკორაციებისთვის.

საახალწლო მთავარი ნაძვის ხე და სცენა წელს ბულვარში დაიდგმება, შესაბამისად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნიდან ბულვარში გადაინაცვლებს. ლაშა კომახიძის ინფორმაციით წელს განათებები რამდენიმე ქუჩას დაემატება. სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს წელს „ბათუმის ბულვარი“ თავისი ბიუჯეტიდან შეისყიდის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი