ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

23 ნოემბერი 2019, 18:27 3209 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა. ორდენებითა და მედლებით სულ 23 ვეტერანი დაჯილდოვდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი