31 დღეში აჭარაში ნარკოლოგიური შემოწმებისა 120 პირმა გაიარა - 78 დადებითი შედეგი დაუფიქსირდა

23 ნოემბერი 2019, 10:05 2251 ნახვა

ოქტომბერში ნარკოლოგიური შემოწმება საქართველოს მასშტაბით  სულ 1575 პირმა გაიარა.  აქედან ყველაზე მეტმა  632-მა თბილისში,  სამეგრელოში 247-მა,  შიდა ქართლში კი 144-მა. 

რაც შეეხება აჭარას,  31 დღეში აჭარაში  ნარკოლოგიური შემოწმება 120  მოქალაქემ გაიარა.  მათგან ყველაზე მეტი 25 დან 44 წლამდე პირი იყო. ასეთი 58 მოქალაქე დაფიქსირდა  
აჭარის მასშტაბით შემოწმება გავლილი 120 პირიდან  78  დადებითი შედეგი  დაუფიქსირდა.

ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი