18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

21 ნოემბერი 2019, 02:14 1921 ნახვა

"მაინც გვიჭერენ, არ დანებდეთ, ჩვენ მოვიგებთ ომს" - "სირცხვილიას" აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა მიიჩნია, რომ 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ გიგა მაქარაშვილს, ირაკლი ნადირაძეს და კიდევ 5 პირი დამნაშავე იყო და მათ პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ნადირაძე საპატიმროში 13 დღეს, გიგა მაქარაშვილი თორმეტს, დიმიტრი ბიძინაშვილი სამს, ხოლო ირაკლი კაჭარავა და დავით მჟავანაძე ოთხს დღეს გაატარებენ. პაატა სოსანაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. 

დღესვე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბექა ბასიალაიას 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე, გიორგი ბუნტურს 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძეს 5 დღე, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღე და გურამ მჭედლიშვილს 1 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

გადაწყვეტილება გვიან გამოცხადდა, დანარჩენი საქმეები კი მოსამართლემ გადადო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი