ბათუმელმა სპორტსმენმა EURASIAN CUP-ის გათამაშებაზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

17 ნოემბერი 2019, 23:07 2927 ნახვა

ბათუმელმა სპორტსმენმა EURASIAN CUP-ის გათამაშებაზე ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა, ამასთან 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალისმიერ სამჭიდში გამართულ ჩემპიონატში 110 კგ. წონით კატეგორიაში, მოასპარეზე დავით მჟავანაძემ წოლჭიმში და ამოწევაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა. წოლჭიმში - 205 კგ დაძლია. ორჭიდში კი მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა 477.5 კგით

ევრაზიის თასი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა, რომელშიც 19 ქვეყნის 290 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ შორის 5 ქართველი იყო, სპორტსმენებს შორის 3 ბათუმელი ასპარეზობდა.

დავით მჟავანაძის გარდა წარმატებით იასპარეზა კიდევ ორმა ბათუმელმა. ორჭიდში 82.5 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი რამაზ სიხარულიძემ მოიპოვა, 100კგში კი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი რამაზ გაბაიძე გახდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი