ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ორი მუშა დაშავდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მათ რკინის კონსტრუქცია ფეხზე დაეცათ.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ორივე მათგანს პირველადი დათვალიერებით აღენიშნებოდათ მოტეხილობები.
მედიკოსების განმარტებით, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდათ, თუმცა ერთი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.
აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების ახალი სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე კვირის წინ გადაიკეტა. პროექტს ბათუმის მერია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.