დაპირისპირება  და ურთიერთბრალდებები

17 ნოემბერი 2019, 12:24 1417 ნახვა

არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? რა კონსულტაციები მიმდინარეობს აჭარის უმაღლეს საბჭოში და რას ფიქრობენ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში? - ამ კითხვებს უმაღლესი საბჭოს წევრები დებატების ფორმატში გადაცემაში „მთავარი აჭარაში“ პასუხობდნენ. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“  „ევროპული საქართველოდან“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობიდან“ და „რესპუბლიკური პარტიიდან“ ასევე მსჯელობდნენ საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე.

გადაცემის დასკვნით ბლოკში  კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ დეპუატატის- დავით ბაციკაძის რეპლიკა გახდა, რომელმაც  ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციის გზით გადატრიალების მოწყობის  მცდელობაში დაადანაშაულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი