"ქართული მარში" "პატრიოტთა ალიანსის"   აქციას უერთდება

16 ნოემბერი 2019, 18:24 1195 ნახვა

‘’პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება,„ქართული მარში“.  გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას კი ემიჯნება. ამის შესახებ მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყანა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად ჩავარდა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. რასაც „ქართულ მარშში“ „აფიორას” უწოდებენ, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი