ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

16 ნოემბერი 2019, 10:46 21926 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის 22 ნომერთან, რამდენიმე წუთის წინ, 34 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მოქალაქეებმა კორპუსთან ახლოს შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, როგორც მედიკოსები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. 

''გამოძახება დაახლოებით 10 საათზე იყო, ადგილზე ცხედარი დაგვხვდა. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, დაახლოებით 35 წლამდე,'' - აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

შსს-მ გამოძიება, 115-ე, თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით დაიწყოადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. 

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში