მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე მორიგი მოწმე დაიკითხა

15 ნოემბერი 2019, 20:00 2642 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „იაფი სახლის“ საქმეზე სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი ნადიმ ბოლქვაძე გამოკითხეს. სწორედ სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის 12 იანვრის დასკვნის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურორ რამაზ შავაძის განცხადებით, მოწმის ჩვენების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოწმეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს და უფრო მეტიც დასკვნაში მოყვანილი კონკრეტული ბრალდებების შესახებ კანონმდებლობას არ იცნობს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი