ყველა ერთის წინააღმდეგ - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მეორე დღეა მსჯელობს, როგორ შეცვალონ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და მისი ლიდერი. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ ახალი მოთხოვნა დააყენა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით.
თუ რა სამართლებრივი ბერკეტებია არჩევნების ამ წესით ჩასატარებლად ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი ლიდერები სავარაუდოდ დღეს, ან 17-ში დაგეგმილ აქციაზე გაახმოვანებენ.