პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს

15 ნოემბერი 2019, 11:17 2087 ნახვა

ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზია. ის პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. დაკავებულები ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად აიყვანეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და სირცხვილიას აქტივისტები მთავრობასთან დილით მივიდნენ, შენობის შესასვლელი ჩაკეტეს და თანამშრომლებს სამუშაო კაბინეტებში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. 

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. 

მთავრობის შენობასთან აჭარის პოლიციის უფროსიც მივიდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი