რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

14 ნოემბერი 2019, 17:42 1152 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. ზურაბ ტუხიაშვილმა, რამაზ ზადიშვილმა და დავით მიშელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვეს. გათავისუფლებულები ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ინფორმაციას პირველი არხის ავრცელებს.

გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახებმა 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს. ტუხიაშვილი, ზადიშვილი და მიშელაშვილი შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან სამი დღის წინ დააკავეს, ერთი ადგილობრივი კი გრემისხევიდან აიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი