ეს საკითხი ჩემთვის არის პრინციპული, შედეგი კი მიუღებელი - ხულორდავა უმრავლესობიდან წასვლაზე

14 ნოემბერი 2019, 14:16 955 ნახვა

პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნის შემდეგ ექვსმა დეპუტატმა, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. თამარ ხულორდავამ  ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს საკითხი მისთვის პრინციპული იყო, შედეგი კი მიუღებელია. 

''შედეგი, რომელიც დადგა იყო ძალიან მძიმე. კენჭისყრაზე გამოიკვეთა, რომ არის განსხვავებული აზრი. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის წინ,  ''ქართლმა ოცნებამ'' მიიღო იყო სწორი. ეს იყო დაპირება, რომელიც ჩვენ ქვეყნის შიგნით და გარეთ გავეცით, ეს იყო მნიშვნელოვანი პირობა, რომელზეც ბევრი ვიმუშავეთ. დღეს კი მე ვარ იმედგაცრუებული იმ გადაწყვეტილებით, რომელიც დადგა. არ მიფიქრია შემდეგ ნაბიჯებზე იმიტომ, რომ არ ვიყავით მზად ამისთვის. დღეს როცა უმრავლესობის სხდომიდან გამოვედი მქონდა განცდა, რომ ის ჯგუფი, რომელიც არ აპირებდა ცვლილებებისთვის მხარდაჭერას, არ იყო იმ მასშტაბის ასეთი გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე. ვტოვებ უმრავლესობას და საპარლამენტო პოზიციას'' - ამბობს თამარ ხულორდავა. 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას დატოვეს.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი