სოციალურ ქსელებში აქცია პარლამენტთან უკვე დაანონსდა

14 ნოემბერი 2019, 14:00 2147 ნახვა

"სირცხვილიამ" სოციალურ ქსელში აქცია უკვე დააანონსა, შექმნილ გვერდის მონაცემებით, უკვე რამდენიმე ათასეული ადამიანი აპირებს პარლამენტთან გამოსვლას და კანონპროექტის ჩავარდნის გაპროტესტებას.

ფეისბუქზე დაანონსებულ ღონისძიებაში ნათქვამია: 

"დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოწყობილი ცირკი.  ვნახეთ, როგორ ცდილობს ის ძალაუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას.  არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა ძალაუფლების დათმობა, რისთვისაც ის მზად არ არის! მაგრამ ჩვენ, ხალხი ვართ მზად, დავიბრუნოთ პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ჩვენი ქვეყანა!

ახლა, ამ მომენტში არსებობს ერთადერთი სწორი ნაბიჯი: პარლამენტთან მისვლა და იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის!

ძალა ხალხშია! ერთად ერთის წინააღმდეგ! ერთად ქვეყნისთვის!" - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილ გვერდზე. 

''მოძრაობა ''შეცვალეს'' წევრები და ''ლიბორისტული'' პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები, ვგმობთ იმ გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო. ისევ მოგვატყუეს, სისხლისღვრა ისევ გაუვიდათ. არ შეასრულეს დაპირება სწორედ ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ სამოქალაქო მშვიდობიან წინააღმდეგობას. დღეს 19 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გვექნება მასშტაბური აქცია'' - ამბობენ ორგანიზატორები. 

პარლამენტთან გასვლის მსურველთა რიცხვი დრო და დრო იმატებს და ამ დროისთვის მსურველი 4 000 ადამიანზე მეტია.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი