"შეცვალე" - უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე 

14 ნოემბერი 2019, 10:45 1391 ნახვა

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლოზუნგებით "შეცვალე", "პროპორციული საარჩევნო სისტემა" სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი არ ჩააგდოს.

უმრავლესობის სხდომის პარალელურად აქციის მონაწილეებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. ისინი ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი თვეების წინ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

"ქართული ოცნების" ოფისში უკვე მეორე დღეა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი