სააკაშვილის პუდელი, რომ დაგიძახოთ მოგეწონებათ? - ძიძიგური ოპოზიციონერ კოლეგას /ვიდეო/

12 ნოემბერი 2019, 14:30 1217 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესია ხმაურიანი აღმოჩნდა. კოლეგები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ხან სიტყვიერად, ხან კიდევ ფიზიკურად. კამათი დარბაზს მიღმაც გაგრძელდა. 

''მე ახლა თქვენ სააკაშვილის პუდელი, რომ დაგიძახოთ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასე მიმართო კოლეგას? - ჰკითხა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა სალომე სამადაშვილს. 

ოპოზიციონერმა კოლეგამ, მმართველის გუნდის დეპუტატებს დღეს ''ივანიშვილის გოშიები'' უწოდა. ზვიად ძიძიგურის გამოსვლა, სწორედ ამ რეპლიკას ეხებოდა. 

''ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან, უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. ახლა რა მინდა ვთქვა ამასტან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო. განათლებული ქალბატონი ბრძანდება, კოლეგები ვართ, მე რომ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან? 

მე მინდა ასევე სხვა დეპუტატებსაც გითხრათ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ. პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ მთავრდება. ყველამ გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ, ამის ვალდებულება ყველას გვაქვს'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი