ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ისინი, ან ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე ის თბილისის მერის მოადგილე იყო. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.