კათალიკოსი გიორგი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა - მეუფე პეტრე

11 ნოემბერი 2019, 10:05 3221 ნახვა

მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ კათალიკოს პატრიარქი გიორგი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ დეკანოზი მას საპყრობილეში ყოფნის დროს მოუყვა. მისივე თქმით, ფილმების ლინკები პროკურატურამ მამალაძის ტელეფონში აღმოაჩინა.

​''როგორც გიორგი მამალაძემ მე მომიყვა, პროკურატურის საქმეში არის ერთი კონკრეტული პუნქტი. მისი ტელეფონი, როდესაც გაიშიფრა იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი, დიახ ლინკებია ფილმის. მან პასუხი არ გასცა მაშინ კითხვას რატომ იყო, მე გავცემ პასუხს. ის ამბობს, რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა, რომ მსგავსი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. პასუხისმგებელი ვარ ამ ბრალდებაზეც. მამაო ამის შესახებ საპყრობილეში მომიყვა. მე ვაძლევ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას'' - განაცხდა მეუფე პეტრე ცაავამ. 

მეუფე პეტრე ცაავამ ილია მეორესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება პირველად, 31 ოქტომბერს გააკეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომობობიურ განცხადებას, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, გთავაზობთ მის პერიფრაზს უცვლელად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი