შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.