"მე მინდა გითხრათ, რომ იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, დრო მინდა დავფიქრდე, შეცდომა არ დავუშვა და საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს შეწყალებებზე" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მამალაძის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ყოფილ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს? სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რადგან ჯერ შეწყალების წესების ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
"ვამზადებთ ახალ ბრძანებას, შეწყალების ახალი წესები რომ ამოქმედდეს. ვიდრე არ არის წესები, რომელიმე ერთი შეწყალების გაკეთება რთულია. ჯერ ამ წესებს მივიღებთ, მერე გამოვცემთ ბრძანებულებას და შევისწავლით კონკრეტულ საქმეებს. ცოტა მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის მიმართ ინტერესი, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი არის ამ ქვეყანაში... სამწუხაროა, რომ არ შეგიძლიათ ერთი კითხვის მეტი დასვათ ჟურნალისტებმა. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას, მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება, რისი სრული უფლება გამაჩნია," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა..
რაც შეეხება წინა შეწყალებების გამო, მივა თუ არა პროკურატურაში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჰიპოთეტურ კითხვებზე არ პასუხობს. "რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც დაბარებული არ ვარ, არც კითხვები არსებობს".