არასრულწლოვანთა ქორწინება აკრძალულია და ბოლო 3 წელია კანონით ისჯება. მხოლოდ გასულ წელს გამოძიება 180 შემთხვევაზე დაიწყო. გატაცება ქორწინების მიზნით - ასეთი მოტივი დასახელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით.
არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.
გამკაცრებული კანონის მიუხედავად მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სასჯელზე მეტად სახელმწიფომ აქცენტი განათლებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გააკეთოს.