ქართველ მოციგურავეთა წყვილმა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

05 ნოემბერი 2019, 15:43 1203 ნახვა

 ქართველ მოციგურავეთა წყვილმა მარია  კაზაკოვამ და გიორგი რევიამ  ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 11-ი წყვილი მონაწილეობდა. ქართველმა წყვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამა შეასრულა და ჯამში 174.63 ქულა  დააგროვა. წყვილი  მომავალ წელს სენიორებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. შეჯიბრება საერთაშორისო საციგურაო ეგიდით  ჩინეთის ქალაქ დონგუანში გაიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი