ბათუმის მერია 180 ორფრთიან კარადას და საოჯახო ავეჯს ყიდულობს - 180 ათასიანი ტენდერი

05 ნოემბერი 2019, 13:46 1856 ნახვა

ბათუმის მერია ტექნიკის შემდეგ ავეჯს ყიდულობს. ავეჯისა და ინვენტარის (კარადა, ტუმბო, საწოლი, მაგიდა, სკამი) შესასყიდად უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

მერია ჯამში 180 ცალი ორ ფრთიანი კარადის, 190 ცალი ტუმბოსი, 290 საწოლის მატრასით, 136 მაგიდის და 802 ცალი სკამის შეძენას გეგმავს.

კომპანიას, რომელიც ქარხნული წესით დამზადებული მოთხოვნილი ავეჯის მიწოდებას, აწყობას, მონტაჟს და განლაგებას უზრუნველყოფს უწყება მას 179 210 00 ლარს გადაუხდის.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ავეჯის შეძენა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მოხდება და ის სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

მერიაში განმარტავენ, რომ პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას ემსახურება. 

"მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამას" ბათუმის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის   ბიუჯეტი  500 000 ლარია. საშუალოდ ერთ ბენეფიციარზე  1000 ლარი იხარჯება.  პროგრამა წელს, დაახლოებით, 550 ბენეფიციარს დააკმაყოფილებს.

ავეჯის შესყიდვამდე, ბათუმის მერიამ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, მაცივრები, გაზქურები, გაზის გამათბობლები შეიძინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი