ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მაცივრით ევროპაში მიგრანტები გადაყავდა

05 ნოემბერი 2019, 10:50 22726 ნახვა

ბერძენმა პოლიციელებმა 41 მიგრანტი მაცივრიან სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომლებიც ევროპაში ცდილობდნენ შეღწევას. მიგრანტები, ძირითადად, ავღანეთიდან იყვნენ.

ავტომობილი ავტომაგისტრალზე სტანდარტული შემოწმების დროს გააჩერა პოლიციამ, რადგან მანქანას არ ჰქონდა მარკირება, სამართალდამცველებმა ის საეჭვოდ მიიჩნიეს.  შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ  ავტომობილის მაცივარში მიგრანტები იმყოფებოდნენ.   მძღოლი ქართველი ეროვნების 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც დააპატიმრეს, ის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ბერძენი ჩინოვნიკები აცხადებენ,  მიგრანტებმა მაცივრიან კონტეინერში ორი დღე გაატარეს. ისინი ორშაბათს შევიდნენ "სამალავში" და მეორე დღეს იპოვეს. ტრაილერი თურქეთის გავლით, საბერძნეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავდა შესვლას. 

როგორც გაირკვა, მაცივარი გაფუჭებული იყო, ამიტომ მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინდეპენდენტის ინფორმაციით, 8 მიგრანტს მაინც დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რადგან მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. მიგრანტებს შორის 6 არასრულწლოვანიც იმყოფებოდა. 

მაცივრით მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეყვანის ეს მეორე შემთხვევაა, რომელიც პოლიციამ დაადგინა. პირველი შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა, როცა დიდ ბრიტანეტში, სატვირთო ავტობუსში 39  გარდაცვლილი ვიეტნამელი მიგრანტი იპოვეს. აღნიშნული ავტომობილიც, მაცივრიანი სატვირთო იყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში