სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პირველ წირვას აღავლენს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ , ილია მეორე მრევლს ტრადიციული საკვირაო ქადაგებით მიმართავს. დილიდან სამების საკათედრო ტაძარში უამრავი ადამიანია შეკრებილი. საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.